გოჩა ქუმსიაშვილი: ბავშვობაში მომიწია ურთიერთობა ბუმბერაზ ადამიანებთან. გამიმართლა. საერთოდ, კარგ ადამინებთან ურთიერთობის იღბალი მაქვს!

ინტერვიუ საქართველოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის  დირექტორთან  —  გოჩა  ქუმსიაშვილთან. გამოქვეყნებულია TKT 07 (723) 2020.

როდის და რომელ ოჯახში დაიბადეთ,ვინ იყვნენ თქვენი მშობლები?
— დავიბადე 1963 წლის 30 ივნისს.ჩემი ოჯახი ცნობილი იყო სამეცნიერო წრეებში: მამა-ვლადიმერ ალექსანდრეს-ძე იყო ფიზიკოსი-კიბერნეტიკოსი.მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა კიბერნეტიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სფეროში, ქმნიდა ობიექტების (სახეთა) ამოცნობის გამოყენებით სისტემებს. იყო ლაბორატორიის გამგე და საკმაოდ ცნობილი სამეცნიერო საზოგადოებაში,ბევრს მუშაობდა სამხედრო თემებზე,მის დისერტაციას დღემდე ადევს გრიფი საიდუმლო. დედა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატია, მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, ძირითადათ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, შემდგომ კი მათემატიკის ინსტიტუტში. მშობლები ხშირად ესწრებოდნენ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებს. ბავშვობაში, როდესაც სულ პატარა ვიყავი, მომიწია ურთიერთობა ბუმბერაზ ადამიანებთან.გამიმართლა. საერთოდ, კარგ ადამინებთან ურთიერთობის იღბალი მაქვს! ერთხელ დიდ რუს მათემატიკოს კოლმოგოროვთანაც, შეიძლება ითქვას, მქონდა „ურთიერთობა“ — მას მუხლებზე ვეჯექი. დედა დღემდე ასწავლის ორ უნივერსიტეტში, კითხულობს ფარდობითობი თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის კურსს, მიჰყავს პრაქტიკული მეცადინეობები, წერს წიგნებს, კარანტინის დროს სტუდენტებს ამეცადინებს ონლაინ.
ბაბუამ და ბებიამ, დედის მხრიდან,დაამთავრეს ნ.ე. ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი მოსკოვში.ბაბუა მეორე მსოფლო ომის დროს წავიდა ფრონტზე და ომის დამთავრებას უკვე გენერალ-ლეიტენანტის წოდებით შეხვდა.ომის შემდგომ იგი გახდა საქართველოს მთავრობაში მინისტრის მოადგილე. თადარიგში გასვლის შემდგომ მუშაობდა მთავარ ინჟინრად სხვადასხვა ქარხანაში (დრამატული ცხოვრება ჰქონდა: ბერიამ, სტალინის განკარგულებით, დააპატიმრა და მხოლოდ ბელადის გარდაცვალების რამდენიმე წლის შემდეგ იქნა რეაბილიტირებული). ბაბუა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო! ბებია იყო super,კეთილი და მხიარული,ძალიან მიყვარდა. ის ნაყოფიერად მუშაობდა თბილისის მეტალურგიის ინსტიტუტის მეტალთა კოროზიის დიდი ლაბორატორიის გამგედ. მან აღზარდა 20-მდე მეცნიერებათა კანდიდატი. მუდამ დაფრინავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ესწრებოდა უკლებლივ ყველა კონფერენციას და სიმპოზიუმს. სამწუხაროდ ორივე კარგა ხანია გარდაიცვალა: ბებიაც და ბაბუაც. ბიძაჩემი იყო ძალიან ძლიერი მეცნიერი-ფიზიკოსი. წლების მანძილზე მუშაობდა იტალიასა და იაპონიაში გეოფიზიკისა და სეისმოლოგიის დარგებში. მოკლედ, ჩვენ მეცნიერული ოჯახი გვაქვს. ახლობლების კვალს გავყევით; მე, ჩემი ძმა და ჩემი ძმისშვილიც, რომელიც ახლახანს დაბრუნდა იაპონიიდან სადაც დაამთავრა მაგისტრატურა თეორიულ ფიზიკაში, სწავლობდა ველის და დიდი აფეთქების თეორიას, ელემენტარულ ნაწილაკებს და ა.შ.
მე დავამთავრე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1985 წელს, სპეციალობით კვანტური ელექტრონიკა, ლაზერები და ა.შ. პირველი სამუშაო ადგილი მივიღე ცნობილ მეცნიერ შერმაზან დიმიტრის ძე  ყაყიჩაშვილთან,რომელმაც გარღვევა მოახდინა ფიზიკის დარგში. იგი პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ფუძემდებლად ითვლება, შექმნა მისი თეორია და ჩაატარა უამრავი ექსპერიმენტი. ყაყიჩაშვილს ჰქონდა დიდი ლაბორატორია თბილისში, რომელშიც მე-4-ე კურსის სტუდენტმა დავიწყე მუშაობა და ვიმუშავე 4 წელი პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის თეორიაზე. კომიკური სიტუაცია შეიქმნა ჩემი დიპლომის დაცვაზე, როდესაც მომიწია ათი A0 ფორმატის ფორმულებით გავსებული პლაკატის გაშლა. კომისიამ თქვა; “მოკლედ,ასე: დეტალები არ არის საჭირო, მოგვიყევი დასაწყისი და გვითხარი ბოლოს რა გამოვიდა და მორჩა,მაინც ვერაფერს გავიგებთ“ — რა თქმა უნდა ხუმრობდნენ.

— როგორ გამომჟღავნდა თქვენი მიდრეკილება ტექნოლოგიებსა და გამოთვლითი ტექნიკისადმი?
— ძირითადი საქმიანობის პარალელურად, მე ყოველთვის მაინტერესებდა პროგრამირება და რაღაც მომენტში,როდესაც გამოთვლითი ტექნიკის მიმართ ჩემმა ინტერესმა იმძლავრა, მე დავიწყე დიდი სისტემების შემუშავება.ახალგაზრდობაში თამაშებსაც კი ვქმნიდი. საქმე ისაა, რომ ერთდროულად სერიოზულად დაკავდე პროგრამირებით და ფიზიკით პრაქტიკულად შეუძლებელია, ეს ორი განსხვავებული სამყაროა და ორივე თხოულობს სრულ ჩაღრმავებას. საბოლოოდ მე ძალიან დავინტერესდი გამოთვლითი ტექნიკით და პროგრამირებით და შევიცვალე სამუშაო ადგილი; გადავედი ინსტიტუტში ბიძაჩემთან, რომელმაც იმ დროს თავისი ლაბორატორიისთვის „მოიპოვა“ კომპიუტერული ტექნიკის დიდი პარკი. მაშინ, კომპიუტერიზაციის გარიჟრაჟზე PC IBM -იც კი არ არსებობდა,ის ჩვენს ქალაქში მოგვიანებით გამოჩნდა. მე დავიწყე ფიზიკური დაკვირვებების შედეგად მიღებულ მონაცემთა დიდი მასივების დამუშავება, ჩვენ ვცდილობდით შეგვექმნა მიწისძვრების წინამორბედი მოვლენების ამოცნობის, იმ დროისთვის პროგრესული, მეთოდი. ვატარებდით დედამიწის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებებზე დაკვირვებებს და სტატისტიკურ ანალიზს. ვთანამშრომლობდით გერმანელ მეცნიერებთან და მათთან ერთად ბევრს ვმუშაობდით დედამიწის ქერქის გეოთერმული პროცესების გაზომვებსა და მიღებულ მონაცემთა დამუშავებაზე. შემდეგ კი იყო“პერესტროიკა“, საბჭოთა კავშირის დაშლა და „მეცნიერებაში ცხოვრება“ძალიან გართულდა, განსაკუთრებით საქართველოში. მე და ჩემმა მეგობრებმა ვცადეთ დავკავებულიყავით ბიზნესით, მაგრამ არც თუ ისე წარმატებულად გამოგვივიდა. შემდეგ მე მთლიანად გადავერთე გამოყენებით პროგრამირებაზე, დავიწყე მუშაობა ამერიკულ კომპანიაში IRC თბილისში, რომელიც ეხმარებოდა ლტოლვილებს. როგორც გახსოვთ,აფხაზეთსა და ოსეთში მომხდარი კონფლიქტების შედეგად ქვეყანაში იყო ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც უწევდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას.ამ მიმართულებით მუშაობდა რამდენიმე ორგანიზაცია, ფინანსირება ხდებოდა გაერო-ს და სხვადასხვა ევროპული ფონდებიდან.ასეთ ვითარებაში საჭირო იყო დევნილთა აღწერა, მონაცემთა ბაზის შექმნა. ხოდა,მეც გადავერთე მონაცემთა ბაზების პროგრამირებაზე, ვწერდი დევნილთა აღრიცხვის სისტემებს.

— როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული კარიერა შემდგომ?
— რამდენიმე წლის შემდეგ აშშ-მა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ჩვენთან დაიწყო მუშაობა რამდენიმე ფონდმა და კომპანიამ. ერთერთი მათგანი იყო უდიდესი ფინანსური კორპორაცია KPMG. იმ დროითვის მან შეისყიდა Barents Group LLC,აგრეთვე დიდი ფინანსური კომპანია,რომელიც ახორციელებდა საქართველოში ფინანსებთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტს. ისინი ცდილბდნენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საქართველოში.როდესაც მე მივედი პროექტში Barents, ჩვენ ვიყავით 150 ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და დაკავებულები ვიყავით საფონდო ბირჟის განვითარების საკითხებით. კონკრეტულად მე კონცენტრირებული ვიყავი IT სისტემების დამუშავებასა და ადაპტაციაზე.მივიღე მონაწილეობა ონლაინ საბირჟო ვაჭრობის სისტემის დანერგვაში, რომელიც ნასესხები იყო ამერიკული NASDAQ-დან და დანერგილი მოსკოვის РТС ბირჟაზე. (რა თქმა უნდა РТС სისტემისთვის გაწერილი). დაშორებული ბირჟული ვაჭრობის სისტემა NASDAQ/РТС-ს ჩვენ გავუკეთეთ ლოკალიზაცია და ადაპტირება საქართველოს კანონმდებლობასთან. კიდევ იყო ერთი პროექტი, უფრო მაშტაბური.მე მომანდეს საქართველოს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის ნულიდან შექმნა და კოდირება. ეს, თავისებური ბანკია, რომელიც ითვალისწინებს ყველა ფასიანი ქაღალდის გადაადგილებას, აწარმოებს ბირჟის ტრანზაქციების შედარებას, ითვალისწინებს აქციონერებს და მათ აქტივებს, გასცემს ორდერებს ბანკებზე და რეგისტრატორებზე აქტივების გადასაცემად და ა.შ. მე ვყიავი ამ დიდი საბანკო სისტემის main developer -ი და coder -ი.
2001 წელს პროექტი Barents დასასრულს უახლოვდებოდა, ფინანსირება წყდებოდა და მე ვაპირებდი აშშ- გამგზავრებას .მქონდა ორი შემოთავაზება: ერთი Microsoft-გან და მეორე Bank of New York-ის ქსელის განყოფილებისგან სისტემური შემმუშავებლის (system developer) პოზიციაზე. ვორჭოფობდი: წავიდე თუ არა, აქ უკვე ოჯახი მყავს, ბავშვები…სწორედ ამ დროს შევხვდი ძველ მეგობრებს: ეროსი კიწმარიშვილს და ჩვენს საერთო მეგობარსა და ეროსის პარტნიორს დავით დვალს. ორივე ჩემი ახლო მეგობარი იყო და…გენიოსები. მათ დააფუძნეს კომპანია რუსთავი 2 ჩვენს შეხვედრამდე რამდენიმე წლით ადრე, დაიწყეს ნულიდან და ორ წელიწადში გავიდნენ საქართველოს ტოპ რეიტინგებში. დასაწყისში მე მათ ვეხმარებოდი IT სფეროში, შემდეგ კი არ გვიკონტაქტია. სწორედ ჩვენი შეხვედრის მომენტში მათ ძალიან სჭირდებოდათ IT სპეციალისტი,კომპანიის განვითარება სურდათ, ადამიანი კი,რომელიც იქნებოდა ტელემაუწყებლობისთვის კარგი “აიტიშნიკი“, არ ჰყავდათ. ჰყავდათ საუკეთესო ტექნიკური დირექტორი, რომელიც შესანიშნავად ერკვეოდა ვიდეოსა და აუდიოში, მაგრამ IT-ში არა. როდესაც მეგობრებმა გაიგეს, რომ მე შტატებში ვაპირებდი წასვლას, მომაქციეს“შინა პატიმრობაში“ და ორი დღე და ღამე მარწმუნებდნენ, რომ მათთან უნდა მეთანამშრომლა. მიკლედ, “გადამიბირეს“, დამითანხმეს „ავანტიურაზე“ და დამნიშნეს რუსთავი 2-ის ტექნიკურ დირექტორად. მართალია, ჩემს არსენალში იყო ერთდროულად ფიზიკის და IT ცოდნის ბაზა, მაგრამ ვიდეო და აუდიოტექნიკასთან „არ ვმეგობრობდი“, მაქსიმუმ რაც შემეძლო: ჩამედო კასეტა ვიდეომაგნიტოფონში და ჩამერთო ტელევიზორი. მეგობრებმა აირჩიეს ჩემი სწავლება „ღრმად ჩაძირვის“მეთოდით: გამამწესეს რუსთავი 2-ში და შორიდან მაკვირდებოდნენ, რა გამოვა ამ ჩანაფიქრისგან. მთელი ერთი წელი მე,ფაქტიურად, “ფეხს ვიდგამდი“. მიხდებოდა მუშაობა 24 საათი. ტექნიკური ხელმძღვანელი იყო თვითონ დავით დვალი, იგი ფაქტიურად თვითონ აშენებდა კომპანიას. დავითი პროფესიონალურად ერკვეოდა ტექნიკაში, მაძლევდა მიმართულებას, მირჩევდა რა წამეკითხა, რა მენახა, მასწავლიდა vendor-ებთან ურთიერთობას და ერთი წლის თავზე მე უკვე შევიძინე აუცილებელი ცოდნა. გავიდა წლები, ჩემი მეგობრები აღარ მუშაობდნენ ამ კომპანიაში, მე კი გავაგრძელე იქ მოღვაწეობა და უკვე 2005-2007 წლებში რუსთავი 2-ში განვახორციელეთ სერიოზული ტექნკური რეორგანიზაცია.მოვიდა რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი, რომელსაც ჰქონდა კომპანიის შემდგომი ზრდის მიზანი და ამის განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა.გარკვეულ დოში ჩვენ შევქმენით, იმ დროინდელი საქართველოსთვის რევოლუციური კომპლექსი ახალი ამბების ავტომატიზირებული წარმოებისთვის და ზოგადად ავტომატიზირებული მაუწყებლობისთვის სისტემურ ინტეგრატორთან და ფინურ კომპანია Qualitron-თან ერთად. ფინური კომპანიის პრეზიდენტი იყო შესანიშნავი ორგანიზატორი ტაპანი კარილაინენი, ბიზნეს კონსულტანტი-ოლგა გოვორკო,უჭკვიანესი და ულამაზესი. Qualitron-ის შტატში ბევრიღირსეული ადამიანი იყო, მაღალი კლასის ინჟინრები. ჩემთან მუშაობდა რამდენიმე პროჯეკტ — მენეჯერი, მათ შორის: ჩემთვის ღრმად პატივცემული ანდრეი კრეტოვი, რომელიც მერე “ОкноTB” — ზე გადავიდა, საუკეთესო სპეციალისტი ფინეთის ოფისიდან პეკკა პიკკარინენ,ნადეჟდა გრეცკაია და ბევრი სხვა.კომპანია Qualitron-თან ერთად ჩვენ ავიღეთ მაღალი თამასა!
Qualitron-თან თანამშრომლობამდე ჩვენ მეტ-ნაკლებად „კუსტარულად“ ვმუშაობდით: ვიგონებდით სქემებს, ვწერდით საკუთარ პროგრამებს, ვაკეთებდით რაღაცის ნაწილობრივ ავტომატიზაციას, ფინურმა კომპანიამ კი ჩვენი ტელეკომპანია ხარისხობრივად სხვა დონეზე გაიყვანა. ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული კომპლექსის შექმნა, რომელსაც სირთულით და ავტომატიზაციის დონით საქართველოში ჯერ-ჯერობით ვერავინ გაასწრო.გავიდა 13 წელი და, მაგრამ ასეთი კომპლექსი ჩვენში არავის არა აქვს. ყველაფერს წყვეტენ ადამიანები და მე ვამაყობ იმით,რომ რუსთავი 2-ზე, ჯერ კიდევ ეროსის და დვალის დროს შეიკრა საუკეთესო ინჟინრების და IT სპეციალისტების გამორჩეული გუნდი. მადლობა ალექსანდრე შათირიშვილს და კახა კახაძეს მაღალი პროფესიონალიზმისთვის. ახლა ვცდილობ და ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გამოვიდეს, საქართველოს პირველ არხზე შევქმნა ასეთივე კომპლექსი, ოღონდ უფრო ფუნქციონალური. რუსთავი 2-ზე შექმნილი სისტემა, ფიგურალურად რომ ვთქვა, იყო ქარიშხალი: ბიუჯეტი მაინც შეზღუდული იყო, ჩვენ დიდხანს ვაკეთებდით არჩევანს, მერე ტაპანიმ გვირჩია მოგვეზიდა რუსეთის კომპანია «Медит Профит». მათთან და Qualitron-თან ერთად ჩვენ ფაქტიურად თავიდან ავაშენეთ ყველაფერი: დავნერგეთ NRCS, MAM, NLE, SAN სისტემები, ნიუსების ეთერის ავტომატიზაცია, არხული ავტომატიზაციის სისტემა, სტუდიური გრაფიკის ავტომატიზაცია, ინტერკომის ციფრული სისტემა, ტრაფიკისა და გაყიდვების სისტემის ავტომატიზაცია, LTO Archive, გავშალეთ ახალი დატა ცენტრი, სტუდიური სააპარატო,ცენტრალური სააპარატო, საეთერო სააპარატო, გავატარეთ უამრავი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ქალაქში. მოგვიანებით გავუშვით დისტანციური სტუდიური წარმოების სისტემა, და ვირტუალური სტუდიის სისტემა Orad (Avid) VR/ AR. ეს იყო რევოლუცია, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე მთელი წარმოება შედგებოდა ორი ვიდეომაგნიტოფონისგან — ხაზური მონტაჟისთვის და ანალოგური სამიქშერო პულტებისგან.

— როგორ მდგომარეობაშია ამჟამად ეს კომპლექსი?
— ავტომატიზაციის სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს. უბრალოდ,აპარატურა უკვე „კვდება“, ყველაფერი გამოსაცვლელია.13 წელი ტექნიკა მუშაობს 24/7, მწარმოებლისგან support-ი დიდი ხანია არ არის.კარგად ფუნქციონირებს ნიუსების ავტომატიზირებული წარმოების სისტემა, MAM ყველა შესაძლებლობებით: news rundown ავტომატიზაცია გრაფიკის და სუფლიორის მართვით. რაღაც მომენტში ჩვენ გავაკეთეთ 3D გრაფიკის ავტომატიზაცია, რაც იმ დროისთვის უნიკალური იყო.ჩვენ შევქმენით არქივი LTO, იმ დროისთვის ძალიან დიდი-200 TB-ზე მეტი, ყველა შესაძლო ქვესისტემებით: HSM, IBM, Tivoli და ა.შ. კიდევ რა გიამბოთ? ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა მტკივნეული იყო, რადგან კომპანიაში გადაცემების 90% ვიდეომაგნიტოფონებზე ხაზური მონტაჟით მზადდებოდა, ჩვენ კიმკვეთრად გადავედით კომპიუტერულ NLE მონტაჟზე და მთელი წარმოება გადავიყვანეთ ამ ტექნოლოგიაზე. ახალი სისტემების შესწავლასა და დანერგვაში განუზომელი წვლილი შეიტანა ტრეინინგებმა, რომელიც ჩაატარა ნადეჟდა გრეცკაიამ.მან შესძლო ყველასთვის გადაეცა ცოდნა, დაემშვიდებინა და „შეეგდო“ეთერში. ეს ძალიან მაგარი იყო, პროფესიონალურად შესრულებული. მადლობა ნადიას. ჩვენ მაშინ მოვიპოვეთ ბიუჯეტი და ამ მიღწევაში ლომის წილი მიუძღვოდა ჩვენს დირექტორს კობა დავარაშვილს, უშრეტი ენერგიის, ტალანტის და იუმორის მქონე ადამიანს. უნდა შეგვერჩია კარგი ტექნიკა: ქსელური მოწყობილობა Cisco, სერვერები და storage IBM, ოპტიკურბოჭკოვანი ქსელი, მედიასერვერი Omneon (Omneon იყო Harmonic-მდე), კომუტაციები და სრული აღჭურვილობა Nevion-ისგან… აი, ასეთი დონის აპარატურა შევიძინეთ რუსთავი 2-თვის. კიდევ, არსებობდა კანადური კომპანია Miranda, რომელიც უსვებდა საუკეთესი მულტივიერებს Kaleido-X, ისიც შევიძინეთ.მოკლედ, როდესაც კომპლექსი ჩაბარდა, ჩვენმა ცოდნამ და გამოცდილებამ მიაღწია მსოფლიოს დონეს.
2003 წელს საქართველოში მოხდა ვარდების რევოლუცია და ძალაუფლებაში მოვიდა მ. სააკაშვილი თანამოაზრეებთან ერთად.რადგანაც რუსთავი 2 -ს დიდი წვლილი მიუძღოდა ამ პროცესში, მხარს უჭერდა ოპოზიციას, რევოლუციის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც გახდა მედიაბაზარზე. იმ წლებში კიდევ იყო რამდენიმე ოპოზიციური არხი, რომლებიც ურთიერთთან ყოველთვის ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ ძირითად ძალად მედია ბაზარზე რჩებოდა საქარტველოს ტელევიზიის პირველი არხი. იგი საკმაოდ რეიტინგული იყო მას უყურებდა ტელეაუდიტორიის 60%. და, წარმოიდგინეთ,ჩვენ შევძელით რუსთავი 2-ის ეთერით გადაგვესწრო ყველასთვის.
ჩვენ გვქონდა რაღაც არნახული რეიტინგები. აუდიტორიის 80% უყურებდა ჩვენს ნიუსებს, ახალი ამბების საღამოს მთავარ გამოშვებას.2004 წელს რუსთავი 2 ნომინირებული იქნა NAB-ის პრიზზე და ჩვენ ვიყავით ლას-ვეგასში International Excellence Award NAB 2004-ის მისაღებად: ეროსი, ჩვენი პროდაქშენისმთავარი პროდიუსერი, გიორგო ხაბურზანია და მე. აი სწორედ იქ გაგვაცნო ოლგა და ტაპანი საბჭოთა და რუსეთის ტელევიზიის კორიფემ კონსტანტინე ზაქარიას-ძე კოჩუაშვილმა. გამოფენაზე გავიგე,რომ ტელევიზია არა მხოლოდ სარჩილავები, კომპიუტერები და საშინაო სოფტია, არამედ უდიდესი, განვითარებული ინდუსტრია. მაშინდელი ინტერნეტი არ იყო იმდენად გაჯერებული ინფორმაციით, რომ მიგვეღო სრული ინფორმაცია სისტემების და აღჭურვილობის შესახებ. შემოთავაზებები და ტექნოლოგიები ბევრი იყო, მაგრამ ინტერნეტში ძნელი მისახვედრი იყო who is who. როდესაც პირველად მოვხვდი გამოფენაზე, გავოგნდი, დილიდან საღამომდე ვათვალიერებდი სტენდებს, მოსაბეზრებლად ბევრ შეკითხვას ვუსვამდი ფირმების წარმომადგენლებს. მას მერე რაც ოლგა და ტაპანი გავიცანი, მე გავემგზავრე მოსკოვში ფირმა Qualitron-ის ოფისში და ფინეთში. ისინიც ჩამოვიდნენ ჩვენთან. ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, ჯერ ფრთხილად, მცირე საკითხებში: ვყიდულობდით: მიკროფონებს, ტჟკ-ს კომპლექტებს,შემდგომ კი განვახორციელეთ მნიშვნელოვნად დიდი პროექტი.

— რამდენ ხანს იმუშავეთ რუსთავი 2-ში?
— დიდხანს, 2001 დან 2017 წლამდე.

— რა მოხდა 2017 წელს?
— 2017 წელს მე მიმიწვიეს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც შეიცვალა ხელმძღვანელობა.თავისი გუნდით ტელეკომპანიაში მოვიდა ვასილ მაღლაფერიძე, ძალზე საინტერესო პიროვნება, ალპინისტი, წარსუულში დისიდენტი. მრავალი პოლიტიკური მოვლენის მონაწილე, უგანათლებულესი ადამიანი. იმ წლებში ვასილი იყო ტელეშოუს წამყვანი და ეტყობა, პოლიტიკა მისთვის უფრო საინტერესო გახდა, ვიდრე ტელეინდუსტრია. იმის გამო, რომ რაღაც მომენტში პირველი არხი აღარ თამაშობდა ისეთ როლს საქართველოს ტელებაზარზე, როგორიც უნდა ეთამაშა არსებული ფინანსირებით,ვასილი აირჩიეს გენერალურ დირექტორად. არხის თანამშრომელთა ნაწილმა მას მხარი დაუჭირა,დაიწყო რეფორმები. მათ შორის ტექნიკური რეფორმაც,რადგან სიტუაცია გარდაქმნებამდე, მართლაც, სავალალო იყო. დღესაც შეიძლება წავაწყდეთ ტექნიკურ უმსგავსობას სააპარატოებში და სერვერებში: არქაული აპარატურა, მოწყობილობების და კომუტაციების პლასტები, გაუგებარია, როგორ არის დამონტაჟებული და მუშაობს კომუტაცია, საეთერო სააპარატო.და ახალმა გუნდმა გადაწყვიტა რეფორმის გატარება.იმ მომენტისთვის მე ვიყავი რუსთავი2-ის ტექნიკური დირექტორი, ამავდროულად Qualitron-თან ერთად ავამუშავეთ რამდენიმე სხვა ტელეკომპანია თბილისში. გავაკეთეთ ორი უდიდესი ინსტალაცია,რეკორდულად მოკლე ვადებში, პრაქტიკულად ორ თვეში შევიყვანეთ ექსპლუატაციაში სპორტული და კინო არხების კომპლექსი GMG (ამჟამად Silk Media). ამჟამად ამ კომპლექსს ფლობს Silknet-ი, მობილური ქსელების და ტელეკომ-მომსახურების ოპერატორი, რომელიც ერთდროულად განაგებს ქვეყანაში უმსხვილეს IPTV ქსელს. მოკლედ, ჩვენ შევქმენით კომპანია SilkMedia, რომელიც ერთი სააპარატოდან მაუწყებლობს 8 არხზე: 3 სპორტული,3 კინო, საბავშვო, დოკუმენტალური.

Advertisement

— რომელი ეტაპი იყო შემდგომ?
— თავისთავად ისე გამოვიდა, რომ ჩემი ცოდნა ისეთ დონეზე ავიდა, რომ საკმარისი გახდა ტექნიკური ხელმძღვანელობისთვის. მე უკვე შემეძლო პროექტირება, შენება, რა თქმა უნდა, ინტეგრატორის დახმარებით. ტაპანიმ შემომთავაზა საერთო კომპანიის გახსნა საქართველოში. ფინურ Qualitron-ს ჰქონდა აქციების 51%, ჩემს განკარგულებაში იყო 49%. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით ინტეგრაციული ბიზნესის ხელშეწყობას (განვითარებას) საქართველოში. რუსთავი 2-თვის გავაკეთეთ რამდენიმე პროექტი, რაც ფინანსურად იყო ყველა შეკვეთის 80-90%. საქმე ისაა,რომ ჩვენი კომპანია ოპერირებდა ღია ფინანსებით რუსთავი2-თვის, ანუ მკვეთრად ხედავდა თუ სად მიდის თანხები, როგორი მოგება რჩება, ვინ რას და რამდენად ყიდულობს. ეს მათ აწყობდათ და ინჟინრები, რომლებიც მუშაობდნენ კომპანიაში, აგრეთვე იყვნენ რუსთავი 2-ის თანამშრომლები. არხითვის უპრიანი იყო, რომ ხელფასის ნაწილს კონკრეტული თანამშრომლები კომპანიისგან იღებდნენ, და მოტივაციაც შესაბამისი ჰქონდათ: პროექტებში მონაწილეობა არხის ინჟინრებს პროფესიულად ზრდიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის, კარგი ტექნიკური სპეციალისტის, კომპეტენტური და მცოდნე მენეჯერის გიორგი ბარათაშვილის დროს მუდმივად იყო აპგრეიდის მცდელობა, უკვე მაშინ ნათელი იყო,რომ ცვლილებები აუცილებელია. ჩვენ ვაკეთებდით დიდი და პატარა ამოცანების გათვლას, მაგრამ,მაინც ეს იყო, ძირითადათ, მსხვილი ინტეგრაციული პროექტები. იყო ავტომატიზირებული მაუწყებლობის, ახალი ამბების წარმოების და სხვ. სისტემების შემოთავაზება, მაგრამ მათ ეს წამოწყება ბოლომდე ვერ მიიყვანეს,ტენდერებამდეც არ მისულა. გიორგის ადგილზე მოსულმა ვასილ მაღლაფერიძემ განაგრძო მისი საქმე გაათმაგებული ენერგიით. არხზე დაიწყო ტექნიკური პროცესების განშლა, რეორგანიზაცია. დასაწყისსი მე მათთან მივედი როგორც ინტეგრატორი, მერე დაინახეს, რომ გარკვეული ცოდნა გამაჩნია და მთხოვეს კონსულტანტობა. მაგრამ, როდესაც კონსულტანტი გავხდი, ჩემი კომპანიის მომსახურებისშეთავაზება უკვე შეუძლებელი იყო. მერე კი ისე მოხდა,რომ იმდროინდელი ტექნიკური დირექტორს, გონიერ, ჭკვიან, ახალგაზრდა ქალბატონს არ გააჩნდა ტექნიკური სპეციალისტის გამოცდილება და აუცილებელი ბაზა დიდი სისტემის სერიოზული რეორგანიზაციის ამოცანის ფორმულირებისთვის, მე კი ვაკმაყოფილებდი ყველა პირობას და დამნიშნეს ტექნიკურ დირექტორად. ის ქალბატონი კარგი ორგანიზატორია და ამჟამად მუშაობს SilkMedia-ს ტექნიკურ ხელმძღვანელად. მე კი, აი უკვე ორი წელია ვმუშაობ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

— თქვენ მუშაობდით რუსთავი2 -ის ტექნიკურ დირექტორად და ამავდროულად იყავით კომპანია ინტეგრატორის თანამესაკუთრედ
— დიახ.

— და ხელმძღვანელობა ნორმალურად აღიქვამდა ამას, ხომ არ იყო ინტერესთა კონფლიქტი?
— რუსთავი2-ზე არავითარი კონფლიქტები არ შექმნილა, რადგან ფინანსები აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო.

— საქართველოს პირველი არხი სახელმწიფო კომპანიაა?
— დიახ,ეს სახელმწიფო არხია.როდესაც ფინური Qualitron-ი დაიხურა,ჩემი კომპანიის დამფუძნებული აღარ არსებობდა და ჩემმა ბიზნესმა ავტომატურად შეწყვიტა არსებობა.კარგა ხანია აღარაფერი აღარ არსებობს,აღარც საბანკო ანგარიშები-კომპანია ლივიდირებულია.მე ბიზნესში აღარ ვარ, ისედაც, საქართველოს ბაზარი ძალზე პატარაა,სისტემური ინტეგრატორისთვის გადარჩენა ძალზე რთულია…

— როგორი სიტუაციაა მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში?
— სომხეთში არის რაღაც პროექტები,სახელმწიფო კომპანიასთან ერთად წარმოდგენილია ორი კერძო ტელეკომპანია, მაგრამ მათ ძალზე მცირე ბიუჯეტები აქვთ. ჩვენ ვიყავით იქ შარშან. ვნახეთ: ლამაზად გარემონტებული შენობა, მუშაობს პროდაქშენი, იღებენ სერიალებს, აციფრულებენ არქივს, მაგრამ ტექნიკის შესაძენად სახსრები არ ყოფნით. აზერბაიჯანს კი თავისი ინტეგრატორები ყავსჩვენ გვქონდა მცდელობა 5-6 წლის წინ მათთვის რაღაცის შეთავაზება, მაგრამ იქ თავისი „მოთამაშეები“ ჰყავთ. თანაც ისინი ბევრს მუშაობენ უცხოელებთან, მაგალითად შარშან იქ ჩატარდა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები.

— ევროპული?
— დიახ, ევროპული! იქ მუშაობდნენ ძირითადათ ევროპელი სისტემური ინტეგრატორები, მსს-ს კომპლექსებიც მათ მიაწოდეს.საერთოდ ბაქოს ბაზარს არც თუ ისე კარგად ვიცნობ, ისე…ვიყავი ერთი ორჯერ.

— არის თუ არა საქართველოში მეტ-ნაკლებად სერიოზული რეგიონალური ტელეკომპანიები, თუ ყველაფერი კონცენტრირებულია თბილისში?
— არის ტელეკომპანიები ბათუმსა, ქუთაისსა და ზუგდიდში,რომ; ებმაც გადქაჩეს ბაზრის ნაწილი.

— როგორ ვითარდება ტელევიზიისა და ტექნოლოგიების ბაზარი საქართველოში?
— ბაზარი, სინამდვილეში, პატარაა სარეკლამო ბიუჯეტების ადმოსახედიდან. მაგრამ არსებობს რამდენიმე ძალიან ძლიერი კონკურირებადი კომპანია, რუსთავი 2, კი, შარშან გაიყო სამ თუ ოთხ კომპანიად. რუსთავი 2-ის დამფუძნებლები იყვნენ ჩემი ბავშვობის მეგობრები: ექიმი-ეროსი კიწმარიშვილი, ქიმიკოსი — დავით დვალი, ცნობილი ფიზიკოს-თეორეტიკოსის გია დვალის ძმა, და ფილოლოგი ჯარჯი აქიმიძე, მოგვიანებით შემოეგვიერთდა ფიზიკოსი, ჩემი თანაკურსელი მერაბ ბუზალაძე. ვარდების რევოლუციის შემდეგ მათ შორის გაჩნდა შუთანხმებლობა. ნაწილს სურდა განვითარება ერთი მიმართულებით,ნაწილს-სხვა მხრივ. აწ განსვენებული ეროსი, ეტყობა, პოლიტიკისკენ მიილტვოდა, დვალს უნდოდა ბიზნესის გამაგრება და პოლიტიკაში ჩაურევლობა. შედეგად მათშორის გაჩნდა შეურიგებელი წინააღმდეგობები. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი დაიშალნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ ერთ სადარბაზოში, ერთ საართულზე და მათი კარები ერთმანეთს უყურებდა. ბავშვობის მეგობრებმა საერთო ენა ვერ იპოვეს. რუსთავი 2-ს ჰქონდა საკმაოდ დიდი ვალი ბანში და ეროსიმ გამოაცხადა კომპანია გაკოტრებულად. დვალი წავიდა კომპანიიდან, მასთან ერთად აქიმიძეც, ეროსი დარჩა მფლობელად. წლის-წლინახევრის შემდეგ, მას მერე რაც ვიყავით NAB-ზე,ეროსიც წავიდა და კომპანია სხვამ იყიდა. მერე ალბათ,ათჯერ შეიცვალა მფლობელი.
გახსოვთ წამყვანი გიორგი გაბუნია, რომელმაც მოულიდნელად დაიწყო გინება ეთერში და დირექტორი, რომელმაც დაუშვა არანორმატული ლექსიკის გამოყენება?გვარამია და გაბუნია ზოგიერთ ჟურნალისტთან ერთად წავიდნენრუსთავი 2-დან და დაარსეს ახალი ტელეკომპანია -„მთავარი არხი“. 2-3 თვეში მათ მოახერხეს ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესმენის მფლობელობაში მყოფი არხის ტექნიკური ბაზის გამოყენებით თავიანთი არხის ამუშავება და ეთერში გასვლა. მათ მაღალი რეიტინგები აქვთ, რადგან არხი სკანდალურია,რადიკალურ-ოპოზიციურად განწყობილი. გუნდის სხვა ნაწილი აგრეთვე წავიდა რუსთავი-2 დან -ეა ის კოლექტივია, რომელიც ქმნიდა საქართველოში ყველაზე რეიტინგულ სერიალს: ხარისხიანი პროდაქშენი და კოლიზიებით აღსავსე, “ჩახლართული“ სცენარი, უკვე 10 სეზონი გადაიღეს. მათ შექმნეს ტელეკომპანია „ფორმულა“. თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი დარჩა რუსთავი 2-ზე.

— ანუ რუსთავი 2 გახდა ქართული ტელებაზრის კადრების დონორი?
— პრაქტიკულად ასეა. როდესაც მე მუშაობას ვიწყებდი დონორი პირველი არხი იყო, ყველა იქ სწავლობდა წამყვანების ჩათვლით, რომლებიც ახლა წარმატებით მუშაობენ მოსკოვში, თინა კანდელაკი,მაგალითად.

— თინა კანდელაკი მუშაობდა პირველ არხზე?
— მე რამდენჯერმე შევხვედრივარ მას, მაგრამ ახლოს არ ვიცნობ. იგი წავიდა საქართველოდან სანამ მე მოვიდოდი ტელევიზიაში. ბოლო 10 წელი კი კადრების სამჭედლო იყო რუსთავი 2. თანამშრომლები 1-2 წელიწადში იძენდნენ იქ გამოცდილებას და ავტორიტეტს.

— რა ამოცანა დაგისახეს პირველ არხზე?
-მე უნდა განმეხორციელებინა გლობალური ტექნიკური რეორგანიზაცია

— რა დრო იყო ამისთვის გამოყოფილი?
— ჩვენ უნდა შეგვესრულებინა ეს ერთ წელიწადში, მაგრამ პროცესი გაიჭიმა, აგერ უკვე, სამი წლით.

— ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული,თუ არის სხვა მიზეზები?
— ეს დაკავშირებულია საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების გარკვეულ არასრულყოფილებაზე. სააგენტო ტექნოლოგიურად მაღალ დონეზეა, მუშაობა მიმდინარეობს სპეციალური სისტემით და ვებსაიტით,არსებობს განვითარებული ინფრასტრუქტურა, კოდირებული არხები, დოკუმენტების ბრუნვა. უპირატესობად უნდა აღინიშნოს კარგი დატა ცენტრი,სერვერები, სწორი კონტენტ-მენეჯმენტი. ყველაფერი ძალზე გონივრულად არის მოწყობილი. მაგრამ შესყიდვების პროცესი, სამწუხაროდ, ჩამორჩება ორგანიზაციულად, იგი პროგრესის მუხრუჭად იქცა. დღეს სახელმწიფო ორგანიზაციამ რომ შეისყიდოს ის, რაც სჭირდება, ძალიან რთულია.როგორ უნდა ჩავატაროთ ტენდერი ისე, რომ შევიძინოთ საჭირო სისტემა, ან ქვესისტემა, სათადარიგო ნაწილები, აქსესუარები და ლიცენზიები? ეს იმდენად არეული, არალოგიკური პროცესია და დიდი თავისტკივილი, რომ საბოლოოდ ყველაფერი მიდის გადაულახავ პრობლემებამდე. ორი წლის მანძილზე გარკვეული ტენდერები, უბრალოდ, ჩაგვივარდა. პირველი ფართო მაშტაბის ტენდერების გამოქვეყნება დავოწყეთ გასული წლის გაზაფხულზე. მაგრამ, სამწუხაროდ ,ბიუჯეტის ათვისების გეგმა საკმაოდ ჩამორჩა, მოხდა შეფერხება სახელმწიფო შესყიდვის გაჭიანურების გამო. საქმე ისაა, რომ კანონის მიხედვით ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას. სასაცილოა,მაგრამ თეორიულად მედიკამენტებით მოვაჭრე კომპანიასაც კი შეუძლია განაცხადოს პრეტენზია სტუდიური აპარატურის მოწოდებაზე და უარის თქმაც კი არ შეიძლება. ასევე, ნებისმიერმა კომპანიამ რომელსაც არ გააჩნია არავითარი დადასტურებული გამოცდილება, შეუძლია აქტიურად მოახდინოს გავლენა პროცესზე, დასვას შეკითხვები,შექმნას წინააღმდეგობები. სააგენტოში არ არსებობს სპეციალიზირებული ტექნიკური ექსპერტიზა .პრაქტიკულად მათ ხშირ შემთხვევაში არ ესმით, თუ კონკრეტულად რასთან აქვთ საქმე, მათ მოვალეობაშიკი შედის ჩაატარონ ყველაფრის შესყიდვები-დაწყებული ცოცხიდან, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით. საქართველო თუ ოდესმე იყიდის თანამგზავრს, ესეც მათ შეეხება. სააგენტო და კომიტეტი მუშაობს ზუსტად, კვალიფიცირებულად, განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ მხოლოდ იურიდიულ საკითხებში: იქ ძირითადათ იურისტები და ჰუმანიტარიები მუშაობენ და არ არსებობს ექსპერტიზა კონკრეტულ საკითხებში.

— დიახ, მაღალი ტექნოლოგიები სულ სხვა მიდგომას საჭიროებენ. როგორ შეძელით ამ პრობლემის გადაწყვეტა?
— ჩვენ შევცვალეთ ტაქტიკა,როდესაც დიდი სისტემური ტენდერები ჩაიშალა. უფრო სწორად,გვაიძულეს შეგვეწყვიტა. თავიდან ვგეგმავდით ეტაპობრივად აგვეგო ერთიანი დიდი კომპლექსი, დეტალურად გაწერილი ინტეგრაციით, ერთიანი workflow, მაგრამ, რაკი ეს არ მოხერხდა ჩვენ გადავწყვიტეთ დანაწევრება და მიზნობრივად, კონკრეტული აღჭურვილობის ეტაპობრივად შეძენა. ცალკე ვყიდულობთ სერვერებს, ცალკე-პროგრამულ უზრუნველყოფას. ოპერაციულ სისტემებს სერვერებისთვის,ამ სერვერების ვირტუალიზაციას, აპლიკაციურ პროგრამებს, და ვცდილობთ შევკრათ „მოზაიკა“.

— როგორ ხდება ინტეგრაცია ასეთ სიტუაციაში? თქვენ ახორციელებთ, თუ რომელიმე გარეშე კომპანია?
— ისე წარიმართა მოვლენები, რომ ჩემი გამოცდილება გამოგვადგა: მე შემიძლია მკაფიოდ ჩამოვაყალიბო ამოცანა, რათა მივცე ინტეგრატორებს საშუალება შედარებით მარტივად განახორციელონ დოკინგი, ისე რომ არ ჩაატარონ დიდი სამუშაოები პროგრამული უზრუნველყოფის, გარდამავალი პროტოკოლების ან ახალი პროცედურების დასამუშავებლად.

— რამდენად წარმატებულია თქვენი ოფისგარეშე -ოჯახური ცხოვრება?
— ყველაფერი სუპერ! ახალგაზრდობაში მეგობრებთან ერთად ალპინიზმით ვიყავი დაკავებული,ვიყავით კომუნიზმის პიკზე,მოვიარეთ მთელი კავკასია,პამირი.სწორედ მთებში,ერთ ერთი ასეთ მოგზაურობისას გავიცანი მომავალი მეუღლე.ლაურა არქიტექტორია,უნივერსიტეტში ასწავლის არქიტექტურას.გვყავს ორი ქალიშვილი.უფროსი გათხოვილია,მყავს შვილიშვილი-ბიჭი უკვე 11 წლისაა,კარგ ინჟინრად იზრდება: გატაცებულია პროგრამირებით და ელექტრონიკით.ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ! უმცროსი ქალიშვილი სწავლობს მაგისტრატურაში. მადლობა ღმერთს ,შეკრული,მეგობრული ოჯახი გვაქვს .ერთად დავდივართ მთაში თხილამურებით სასრიალოდ.

— ქალიშვილები არ წავიდნენ მამის კვლდაკვალ,არ დაუკავშირეს ცხოვრება ტექნოლოგიებს?
— როგორ გითხრათ? უფროსი ქალიშვილი ადრე გათხოვდა,ამჟამად IT მარკეტინგითაა დაკავებული,მას იტაცებს მედიამაუწყებლობა,სტრიმინგი, VOD.მუშაობს ამერიკულ კომპანიასთან კონტენტის აგრეგატორად,კომპანია ხოსტინგის და სტრიმინგის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს.უმცროს ქალიშვილს ბევრი ინტერესები აქვს.იგი ჯერ ერთდროულად ორ ფაკულტეტზე მოეწყო და ერთი წელი პარალელურად ისწავლა IT-ზე და იურიდიულზე.მერე აღმოჩნდა,რომ არცერთი არ მოსწონს და გადავიდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ახლა სწავლობს მაგისტრატურაში და მუშაობს ნეიროფსიქოლოგიის ლაბორატორიაში.

Advertisement